Sunday, November 11, 2012

მე-7 დღე

დღევანდელი დღის თემა იყო  ფილმების გამოყენება  უცხოური ენის გაკვეთილზე. თემა რა თქმა უნდა საინტერესო იყო. გავეცანით სანიმუშო გპროექტ-გაკვეთილის გეგმას თემაზე "ბავშვები ზოოპარკში". გვიჩვენეს მინი ფილმი, რომელიც თავად მოსწავლეებმა გადაიღეს.ფილმში საუბარი იყო მოსწავლეთა მოგზაურობაზე ზოოპარკში,სადაც ისინი გვიზიარებდნენ ინფორმაციას ცხოველების შესახებ, ინფორმაციები თავად მოსწავლეების მოძიებული იყო.ისინი მშობლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ცხოველთა მოვლასა და კვებაში და ამით დიდი სიამოვნებასაც იღებენ. განსაკუთრებით მომეწონა ფილმი  პლასტიკური ცელოფნის პარკების შესახებ.ფილმი თავდაპირველად უხმოდ ვნახეთ დაჩვენი აზრები ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ:
თემა მრავლისმომცველია,რადგან გარემოს დაცვა აქტუალურ და უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებაში.ფილმში მოსწავლემ კარგად აღწერა ცელოფნის პარკების მავნე ზეგავლენა გარემოზე და ბოლოს რჩევის სახით მოგვაწოდა იდეა, რომ ყველამ ვატაროთ ქსოვილის ან ქაღალდის პარკები, რათა ნაკლებად დაბინძურდეს გარემო.
     სემინარის ბოლოს ჩვენც შევეცადეთ ფილმების გადაღებას და საკმაოდ ნაყოფიერადაც ვიმუშავეთ.
    დღის დასასრულს ვესტუმრეთ  "ზალინეს"-ესაა მარილის საბადო ქალაქთან ახლოს.შთაბეჭდილებები განუსაზღვრელად დიდია, რადგან მთლიანად გავეცანით მარილის წარმოების ხერხებს ქარხნის პირობებში, სურვილისამებრ შევიძინეთ სხვადასხვა ხარისხის დაფასოებული მარილი, და ჩვენდა გასაკვირად ალაფურშეტის დავიმსახურეთ ქარხნის ადმინისტრაციისგან.სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე გამოვიდა.