Thursday, October 6, 2011

მე-3 დღე

   დღის პირველი ნახევარი დაეთმო  აქტივობას, რომელსაც Stationenlernen ანუ  სწავლა გაჩერებით (დაახლოევით ასე ) ქვია. ამ სწავლების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ჯგუფები წინასწარ იყოფიან  და ირჩევენ გაჩერებას. გაჩერებები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს: საცხობი, სუპერმარკეტი, ექიმის მისაღები, პოლიცია, საპარიკმახერო, ბიბლიოთეკა და ა.შ  ჯგუფის მონაწილეები როლებს ინაწილებენ-ზოგი გამყიდველია, ზოგი ბუღალტერი, ზოგი პარიკმახერი და ზოგი კლიენტი. ჯგუფის თავისუფალი წევრები დანარჩენ ჯგუფებს სტუმრობენ, დიალოგებს მართავენ მათტან და  ყიდულობენ სასურველ პროდუქტს.თვითოეულმა ჯგუფმა წინასწარ შექმნილი ფულით( ჩვენს ფულს სემინარო ერქვა) უნდა "ივაჭროს". ბოლოს ფული დაითვლება და რომელ ჯგუფსაც მეტი თანხა ექნება შეგროვილი, გამარჯვებულიც ის იქნება.
    საოცრად სახალისო აქტივობა გამოდგა.გულმოდგინედ შევეცადეთ ჩვენი მოველეობები შეგვესრულებინა და კარგადაც ვიხალისეთ.

საცხობი

ტანსაცმელი

ბიბლიოთეკა

საპარიკმახერო

ვეტაფთიაქი

Wednesday, October 5, 2011

მე-2 დღე

დღე საკმაოდ დატვირთული გვქონდა.  დღის თემა იყო "უცხოური ენის სწავლების მეთოდიკა თეორიულად და პრაქტიკულად დაწყებით კლასებში". სტმრად გვყავდა ქალბატონი J. Jonen-Dittmar, რომელმაც გიტარისა და ბევრი საინტერესო აქტივობის თანხლებით თამაშ-თამაშით გაგვატარებინა რამდენიმე საათი.
   გავიგეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მუსიკას ადრეული ასაკის მოსწავლეთათვის, სხვადასხვა საგნების აღქმა სუნით მოვახერხეთ;ზმნების გამოხატვა/გამოცნობა შევძელით მხოლოდ მოძრაობებით;სიმღერები სხვადასხვა მოძრაობებში შინაარსის მიხედვით....მართლაც დავიმსახურეთ გემრიელი სადილი უნსტიტუტის სასადილოში, სადაც ყოველ ჯერზე არაჩვეულებრივი კერძები გვხვდებოდა....
მე და ანეტე 


როგორ გამოვხატოთ ზმნები მოძრაობით

საიდუმლო 

ნივთების ამოცნობა სუნით

1-ლი დღე გიოტინგენში

    ერთმანეთი გავიცანით....მივიღეთ სემინარის პროგრამა  და გავისეირნეთ ქალაქში-ერთ პატარა რესტორანში ავღნიშნეთ ერთმანეთის გაცნობა.
ჯგუფის ხელმძღვანელებით მოხიბლული ვარ...ისე ოსტატურად ართმევენ თავს ამხელა ჯგუფის მართვას....თუნმცა პირველი დღისთვის საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა ყველაფერი....
     ერთი კურიოზი შემემთხვა პირველივე დღეს: საქართველოში დასარეკად ბიბლიოთეკაში ჩავედი. სანამ მე დარეკვა მოვახერხე, მთელი ჯგუფი ერთად წავიდა ქალაქის დასათვალიერებლად და თან სასადილოდ რესტორანში. გამოვედი ბიბლიოთეკიდან და კაციშვილი არ ჩანს ჩვენი ჯგუფიდან. უცხო ქალაქში მარტო აღმოვჩნდი... მიმღებში  ქალაქის რუკა ვთხოვე, მოვნიშნე ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავი და დავეშვი ფეხით ცენტრისაკენ, გზადაგზა რუკას ვუყურებდი, გზას რომ არ ავცდენილიყავი...
    საბედნიეროდ მხოლოდ 10 წუთი დამიგვიანდა, მაგრამ სადილს მაინც მივუსწარი-შემინახეს ჯგუფელებმა გემრიელი კერძები...ხელმძღვანელებმა მითხრეს, ყოჩაღი გოგო ჩანხარ, თავიდან ვინერვიულეთ, მაგრამ რომ გვითხრეს, რომ რუკა გამოართვი, დავწყნარდითო...
  ესეც ასე....გადავრჩი დაკარგვას გიოტინგენში
ინსტიტუტის ეზო

ჯგუფის ფოტო

გზაში....

            გაგვწყდა ქანცი მე და ნაირას...
ნაირა თბილისელია, კერძო სკოლაში "სადუნი"გერმანულის მასწავლებლად მუშაობს... ერთად მოგვიწია გერმანიაში გამგზავრება და ორი კვირის გატარება გერმანულის მასწავლებელთა ინტერნაციონალურ  ჯგუფთან ერთდ.
            ჩეხეთში პრაღის აეროპორტში თითქმის 9 საათი ვიყურყუტეთ, ზეპირად დავილახსოვრეთ თვითოეული მაღაზია თუ გასასვლელი, ხან გვეძინა, ხან დავდიოდით, ხან გვშიოდა და ხან გვციოდა, მაგრამ უბედნიერესი საათები იყო პირადად ჩემთვის, რადგან წინ გერმანია მელოდებოდა, ჩემი საყვარელი ქვეყანა და 2 კვირიანი ნაყოფიერი სემინარები გიოტინგენის გოეთე-ინსტიტუტში.
           ფრანკფურტში ჩემი ქართველი მეგობარი დამხვდა ოჯახთან ერთად, მიგვაცილეს მატარებლამდე, საჩუქრებიც გადმომცეს ჩემი პატარებისთვის და გავემგზავრეთ გიოტინგენში

ჩეხური ბროლი პრაღის აეროპორტში

გიოტინგენის ცენტრი-გენზელიზელი
მე და ჩემი დიასახლისი 

ბულგარელი ცანკა და საქართველოს დროშა
მასპინძელი ოჯახის ეზოში :-)

მე ნაირა და ეკატერინა