დილაადრიან წინასწარ არჩეულ სკოლებში გავემგზავრეთ. მე ავტობუსით შევძელი ადგილამდე მისვლა, ხოლო ნაირა და ოლია თავისმა დიასახლისებმა მოიყვანეს მანქანით. ჩვენ ჰაგენბერგის სკოლა შეგვხვდა.
როგორც აქამდე ნანახი ყველა სკოლა, ესეც არაჩვეულებრივად კომფორტული, ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა. დავესწარით რამდენიმე გაკვეთილს, ნაირამ ფოტოებიც გადაიღო ბავშვებთან, მერე დირექტორსააც შევხვდით, ვისაუბრეთ სკოლის შესახებ და ყავაც მოგვართვეს ტკბილეულთან ერთად. მე-3 კლასი ხელმძღვანელთან ერთად |
ოლია, პედაგოგი, ნაირა და მე გაკვეთილის შემდეგ |
ინსტიტუტმა წარმოგვიდგინა უამრავი სასწავლო სახელმძღვანელოები, კლასგარეშე ლიტერატურა, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი ლიტერატურა. საშუალება მოგვეცა სურვილისამებრ აგვერჩია ლიტერატურა და შეკვეთის შემთხვევაში სახლში დაბრუნებამდე მივიღებდით მათ.
მე ავარჩიე B2 სახელმძღვანელო დისკითა და სამუშაო რვეულით.ვფიქრობ კარგი არჩევანია, რადგან ასეთ სახელმძღვანელოს საქართველში ვერ ვიშოვი, ან ფასისი გამო ვერ ვიყიდი.
No comments:
Post a Comment