Sunday, November 11, 2012

მე-7 დღე

დღევანდელი დღის თემა იყო  ფილმების გამოყენება  უცხოური ენის გაკვეთილზე. თემა რა თქმა უნდა საინტერესო იყო. გავეცანით სანიმუშო გპროექტ-გაკვეთილის გეგმას თემაზე "ბავშვები ზოოპარკში". გვიჩვენეს მინი ფილმი, რომელიც თავად მოსწავლეებმა გადაიღეს.ფილმში საუბარი იყო მოსწავლეთა მოგზაურობაზე ზოოპარკში,სადაც ისინი გვიზიარებდნენ ინფორმაციას ცხოველების შესახებ, ინფორმაციები თავად მოსწავლეების მოძიებული იყო.ისინი მშობლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ცხოველთა მოვლასა და კვებაში და ამით დიდი სიამოვნებასაც იღებენ. განსაკუთრებით მომეწონა ფილმი  პლასტიკური ცელოფნის პარკების შესახებ.ფილმი თავდაპირველად უხმოდ ვნახეთ დაჩვენი აზრები ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ:
თემა მრავლისმომცველია,რადგან გარემოს დაცვა აქტუალურ და უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებაში.ფილმში მოსწავლემ კარგად აღწერა ცელოფნის პარკების მავნე ზეგავლენა გარემოზე და ბოლოს რჩევის სახით მოგვაწოდა იდეა, რომ ყველამ ვატაროთ ქსოვილის ან ქაღალდის პარკები, რათა ნაკლებად დაბინძურდეს გარემო.
     სემინარის ბოლოს ჩვენც შევეცადეთ ფილმების გადაღებას და საკმაოდ ნაყოფიერადაც ვიმუშავეთ.
    დღის დასასრულს ვესტუმრეთ  "ზალინეს"-ესაა მარილის საბადო ქალაქთან ახლოს.შთაბეჭდილებები განუსაზღვრელად დიდია, რადგან მთლიანად გავეცანით მარილის წარმოების ხერხებს ქარხნის პირობებში, სურვილისამებრ შევიძინეთ სხვადასხვა ხარისხის დაფასოებული მარილი, და ჩვენდა გასაკვირად ალაფურშეტის დავიმსახურეთ ქარხნის ადმინისტრაციისგან.სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე გამოვიდა.





Wednesday, November 2, 2011

მე-5 დღე

      დილით სემინარების ოთახში  მისულები სასიამოვნოსდ გაოცებულები დავრჩით. ოთახის შუაში იატაკზე გაფენილი იყო ათასგვარი ფოტო,
ფოტოები ეკიდა აგრეთვე ოთახში გაბმულ  ძაფებზე და ასევე სურატებიანი წიგნებით იყო სავსე მაგიდები. დღეს აგვიხსნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით დამწყებ ასაკში ფოტოებით კომუნიკაცია და ინტერაქცია



მე-4 დღე


     დილაადრიან წინასწარ არჩეულ სკოლებში გავემგზავრეთ. მე ავტობუსით შევძელი ადგილამდე მისვლა, ხოლო ნაირა და ოლია  თავისმა დიასახლისებმა მოიყვანეს მანქანით. ჩვენ  ჰაგენბერგის სკოლა  შეგვხვდა.
როგორც აქამდე ნანახი ყველა სკოლა, ესეც არაჩვეულებრივად კომფორტული, ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა. დავესწარით რამდენიმე გაკვეთილს, ნაირამ ფოტოებიც გადაიღო ბავშვებთან, მერე დირექტორსააც  შევხვდით, ვისაუბრეთ სკოლის შესახებ და  ყავაც მოგვართვეს  ტკბილეულთან ერთად.





მე-3 კლასი ხელმძღვანელთან ერთად
მე-3 კლასში სტუმრად კიდევ ერთი გოგონა იყო, ჩვენებურად ამას მაძიებელს ეძახიან. იგი სწავლობდა  გაკვეთილის ჩატარების მეთოდებსა და ხერხებს, ჯერ დარწმუნებული არ იყო, შეძლებდა თუ არა მასწავლებელი ყოფილიყო, რადგან მისი თქმით ეს რთული და საპასუხისმგებლო საქმეა,
ოლია, პედაგოგი, ნაირა და მე გაკვეთილის შემდეგ

 და თუ გადაიფიქრებს, ხელს არაფერი შეუშლის რომ სხვა პროფესიას დაეუფლოს.მშვენიერია, როცა ახალგაზრდებს შეუძლიათ მსგავს პროექტებში ჩართვა.
ფრიად ნასიამოვნები დავრჩით  სკოლაში სტუმრობით  და კვლავ   გოეთე ინსტიტუტში დავბრუნდით.




    ნაშუადღევს  სასწავლო მასალის პრეზენტაცია მოეწყო.



ინსტიტუტმა წარმოგვიდგინა უამრავი სასწავლო სახელმძღვანელოები, კლასგარეშე ლიტერატურა, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი ლიტერატურა. საშუალება მოგვეცა სურვილისამებრ აგვერჩია ლიტერატურა და შეკვეთის შემთხვევაში სახლში დაბრუნებამდე მივიღებდით მათ.


 მე ავარჩიე  B2 სახელმძღვანელო დისკითა და სამუშაო რვეულით.ვფიქრობ კარგი არჩევანია, რადგან ასეთ სახელმძღვანელოს საქართველში ვერ ვიშოვი, ან ფასისი გამო ვერ ვიყიდი.












Thursday, October 6, 2011

მე-3 დღე

   დღის პირველი ნახევარი დაეთმო  აქტივობას, რომელსაც Stationenlernen ანუ  სწავლა გაჩერებით (დაახლოევით ასე ) ქვია. ამ სწავლების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ჯგუფები წინასწარ იყოფიან  და ირჩევენ გაჩერებას. გაჩერებები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს: საცხობი, სუპერმარკეტი, ექიმის მისაღები, პოლიცია, საპარიკმახერო, ბიბლიოთეკა და ა.შ  ჯგუფის მონაწილეები როლებს ინაწილებენ-ზოგი გამყიდველია, ზოგი ბუღალტერი, ზოგი პარიკმახერი და ზოგი კლიენტი. ჯგუფის თავისუფალი წევრები დანარჩენ ჯგუფებს სტუმრობენ, დიალოგებს მართავენ მათტან და  ყიდულობენ სასურველ პროდუქტს.თვითოეულმა ჯგუფმა წინასწარ შექმნილი ფულით( ჩვენს ფულს სემინარო ერქვა) უნდა "ივაჭროს". ბოლოს ფული დაითვლება და რომელ ჯგუფსაც მეტი თანხა ექნება შეგროვილი, გამარჯვებულიც ის იქნება.
    საოცრად სახალისო აქტივობა გამოდგა.გულმოდგინედ შევეცადეთ ჩვენი მოველეობები შეგვესრულებინა და კარგადაც ვიხალისეთ.

საცხობი

ტანსაცმელი

ბიბლიოთეკა

საპარიკმახერო

ვეტაფთიაქი

Wednesday, October 5, 2011

მე-2 დღე

დღე საკმაოდ დატვირთული გვქონდა.  დღის თემა იყო "უცხოური ენის სწავლების მეთოდიკა თეორიულად და პრაქტიკულად დაწყებით კლასებში". სტმრად გვყავდა ქალბატონი J. Jonen-Dittmar, რომელმაც გიტარისა და ბევრი საინტერესო აქტივობის თანხლებით თამაშ-თამაშით გაგვატარებინა რამდენიმე საათი.
   გავიგეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მუსიკას ადრეული ასაკის მოსწავლეთათვის, სხვადასხვა საგნების აღქმა სუნით მოვახერხეთ;ზმნების გამოხატვა/გამოცნობა შევძელით მხოლოდ მოძრაობებით;სიმღერები სხვადასხვა მოძრაობებში შინაარსის მიხედვით....მართლაც დავიმსახურეთ გემრიელი სადილი უნსტიტუტის სასადილოში, სადაც ყოველ ჯერზე არაჩვეულებრივი კერძები გვხვდებოდა....
მე და ანეტე 


როგორ გამოვხატოთ ზმნები მოძრაობით

საიდუმლო 

ნივთების ამოცნობა სუნით

1-ლი დღე გიოტინგენში

    ერთმანეთი გავიცანით....მივიღეთ სემინარის პროგრამა  და გავისეირნეთ ქალაქში-ერთ პატარა რესტორანში ავღნიშნეთ ერთმანეთის გაცნობა.
ჯგუფის ხელმძღვანელებით მოხიბლული ვარ...ისე ოსტატურად ართმევენ თავს ამხელა ჯგუფის მართვას....თუნმცა პირველი დღისთვის საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა ყველაფერი....
     ერთი კურიოზი შემემთხვა პირველივე დღეს: საქართველოში დასარეკად ბიბლიოთეკაში ჩავედი. სანამ მე დარეკვა მოვახერხე, მთელი ჯგუფი ერთად წავიდა ქალაქის დასათვალიერებლად და თან სასადილოდ რესტორანში. გამოვედი ბიბლიოთეკიდან და კაციშვილი არ ჩანს ჩვენი ჯგუფიდან. უცხო ქალაქში მარტო აღმოვჩნდი... მიმღებში  ქალაქის რუკა ვთხოვე, მოვნიშნე ადგილი, სადაც უნდა მივსულიყავი და დავეშვი ფეხით ცენტრისაკენ, გზადაგზა რუკას ვუყურებდი, გზას რომ არ ავცდენილიყავი...
    საბედნიეროდ მხოლოდ 10 წუთი დამიგვიანდა, მაგრამ სადილს მაინც მივუსწარი-შემინახეს ჯგუფელებმა გემრიელი კერძები...ხელმძღვანელებმა მითხრეს, ყოჩაღი გოგო ჩანხარ, თავიდან ვინერვიულეთ, მაგრამ რომ გვითხრეს, რომ რუკა გამოართვი, დავწყნარდითო...
  ესეც ასე....გადავრჩი დაკარგვას გიოტინგენში
ინსტიტუტის ეზო

ჯგუფის ფოტო

გზაში....

            გაგვწყდა ქანცი მე და ნაირას...
ნაირა თბილისელია, კერძო სკოლაში "სადუნი"გერმანულის მასწავლებლად მუშაობს... ერთად მოგვიწია გერმანიაში გამგზავრება და ორი კვირის გატარება გერმანულის მასწავლებელთა ინტერნაციონალურ  ჯგუფთან ერთდ.
            ჩეხეთში პრაღის აეროპორტში თითქმის 9 საათი ვიყურყუტეთ, ზეპირად დავილახსოვრეთ თვითოეული მაღაზია თუ გასასვლელი, ხან გვეძინა, ხან დავდიოდით, ხან გვშიოდა და ხან გვციოდა, მაგრამ უბედნიერესი საათები იყო პირადად ჩემთვის, რადგან წინ გერმანია მელოდებოდა, ჩემი საყვარელი ქვეყანა და 2 კვირიანი ნაყოფიერი სემინარები გიოტინგენის გოეთე-ინსტიტუტში.
           ფრანკფურტში ჩემი ქართველი მეგობარი დამხვდა ოჯახთან ერთად, მიგვაცილეს მატარებლამდე, საჩუქრებიც გადმომცეს ჩემი პატარებისთვის და გავემგზავრეთ გიოტინგენში

ჩეხური ბროლი პრაღის აეროპორტში

გიოტინგენის ცენტრი-გენზელიზელი
მე და ჩემი დიასახლისი 

ბულგარელი ცანკა და საქართველოს დროშა
მასპინძელი ოჯახის ეზოში :-)

მე ნაირა და ეკატერინა